|
ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო პარტნიორებო და დამკვეთებო!
,,კალიფსო თრეველი” წარმატებულად მოღვაწეობს ტურისტულ ბიზნესში 2004 წლიდან. დაარსებიდან დღემდე ჩვენ უკვე 121 876 კლიენტს მოვემსახურეთ. სწორედ, თქვენი – ჩვენი ერთგული მომხმარებლების - დახმარებით ჩვენ უზარმაზარი გამოცდილება დაგვიგროვდა. დავაარსეთ ,,კალიფსო თრეველის” ფილიალი ბათუმში (აჭარა), აქტიურად ვმონაწილეობთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში. ამჟამად, ,,კალიფსო თრეველი” აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, აჭარის ტურიზმის ასოციაციისა და მეწარმეთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია. დღეისთვის, ,,კალიფსო თრეველი” შემდეგი მიმართულებებით მუშაობს:
- საქმიანი მოგზაურობა საქართველოში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, კერძოდ: მოგზაურობის დაგეგმვა და კონსულტაცია, ბილეთებითა და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა, სავიზო საკითხების მოგვარება, ტრანსპორტით მომსახურება, აეროპორტში დახვედრა და თანაშემწის დახმარება, მგზავრობის დაზღვევა, თარჯიმნები, მრავალფეროვანი ტურები და ექსკურსიები; - ნებისმიერი დონის ღონისძიებათა ორგანიზება საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ; - წამახალისებელი და სხვა ტურები; - საერთაშორისო გამოფენებზე დასწრება და მონაწილეობა. ალბათ, გაინტერესებთ, რატომ უნდა აირჩიოთ ,,კალიფსო თრეველის” მომსახურება. კონკურენციის პირობებში, მეტოქეებისგან გამორჩევის მიზნით, კომპანიები ხომ ყველა სახის სერვისს სთავაზობენ კლიენტებს.
 პასუხი მარტივია – ჩვენ არ ვიძლევით დაპირებებს, რომლებსაც ვერ შევასრულებთ. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ მიზეზს, თუ რატომ უნდა შეაჩეროთ თქვენი არჩევანი ,,კალიფსო თრეველის” მომსახურებაზე:
ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპია: - პასუხისმგებლობა - საიმედოობა - სისწრაფე - მომხმარებლის ხარჯების ოპტიმიზაცია - ყურადღება, თავაზიანობა და პატივისცემა
გვიგულეთ თქვენს სამსაურში. მუდამ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და შევეცდებით გავამართლოთ თქვენი იმედები.
|