«BATUMI EXPO 2010» Print E-mail

 

 

ბათუმის შესახებ მონაწილე ვიზიტორი
›› ზღაპრული ბათუმი ›› სამახსოვრო ›› რეგისტრაცია
›› ბათუმს ქათქათას ფასი ›› სპეც. შეთავაზება
›› ბათუმი პროგრამა ›› პროექტის 3D ვერსია
ტექ. ინფორმაცია
სტენდის დიზაინი

მე-3 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, ”BATUMI EXPO 2010” ჩატარდება 2010 წლის 7-9 მაისს,
ქ. ბათუმში ერას მოედანზე. გამოფენის დამკვეთია აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ღონისძიების მხარდამჭერებია ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა და საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

2010 წლის გამოფენის მთავარი თემებია:
საერთაშორისო (შემოყვანითი), საკრუიზო, რეგიონალური და გამყვანი ტურიზმი.

ჩვენი მიზანია:

› რეგიონის ტურისტული და საკურორტო რესურსების პოპულარიზაცია;
› ადგილობრივი ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია-რეალიზაცია;
› ადგილობრივი მომხმარებლებისათვის უცხოური მიმართულებების შეთავაზება;
› შავიზღვისპირა ქვეყნების საკრუიზო მარშრუტების პოპულარიზაცია;
› ტურისტული საგზურების გაყიდვა.

გამოფენის მსვლელობისას დაგეგმილია კონფერენცია საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივების (შავი ზღვის ირგვლივ საკრუიზო ტურისტული მარშრუტების აღდგენა) და რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო გარემოს შექმნაზე, რომელშიც მონაწილეობა ტურ ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს გაეცნონ მომხიბვლელი ტურ პროდუქტის შექმნის და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის ახალ მიდგომებს.

გამოფენის მსვლელობისას მოეწყობა ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ორგანიზაციების დაჯილდოება.

გამოფენაში მონაწილეთა შემადგენლობა: ტურისტული კომპანიები, სააგენტოები და ასოციაციები, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები, გადამზიდავი და სადაზღვევო კომპანიები, კომერციული ბანკები და საინვესტიციო ფონდები, რეგიონალური ადმინისტრაციები, დეველოპერული კომპანიები, ტურიზმისა და დასვენების სფეროში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი კომპანიები, სარეკლამო კომპანიები, გამომცემლობები და სხვა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება – “ბათუმი ექსპო 2010”-ზე.


"BATUMI EXPO 2009"

მონაწილე ქვეყნები - 7
მონაწილე კომპანიები - 95
ვიზიტორი - 22000
ამსახველი ვიდეო მასალა

"BATUMI EXPO 2010"

მონაწილე ქვეყნები - 11
მონაწილე კომპანიები - 107
ვიზიტორი - 30000
პროექტის 3D ვერსია







 
Calypso Travel Agency