Bookmark and Share
GE RU EN
 

 
განახლებული საიტი
 
მთავარი თურქეთი ექსკურსიები თურქეთი: ექსკურსიები
თურქეთი: ექსკურსიები ბეჭდვა ელფოსტა

პამუკალე

“ბამბის ციხე სიმაგრე”. ათასწლეულების მანძილზე მთის ფერდობებზე  მომდინარე ანკარა წყალმა თვალისმომჭრელი სილამაზის მქონე ტერასები შექმნა.  ბუნების ამ საოცრებასთან  ძალიან ახლოსაა უძველესი ქალაქის  ხიერაპოლისის ნანგრევები. პამუკალეში ერთდღიანი ექსკურსიის დროს  გირჩევთ მოინახულოთ კლეოპატრას აუზი.
 
კაპადოკია
 
გასაოცარი და განუმეორებელი  პეიზაჟების რეგიონი თურქეთის ცენტრში. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობები ნაციონალური პარკის_ გერუმეს ტერიტორიაზეა. აქ თვალს მოგტაცებთ 40 მეტრი სიმაღლის სოკოს ფორმის კლდეები, მსოფლიოში ცნობილი  “წითელი ველი”, იხლარტას ხეობა, “ მთვარის ველი”, “ ქალაქი სამტრედე”, მიწისქვეშეთში არსებული მთელი ქალაქი და ა.შ.
 
ანტალია

ექსკურსიის დროს მოინახულებთ უძველეს ქალაქს პერგენს, რომაული ეპოქის ძეგლებს, მათ შორის მეორე საუკუნის ამფითეატრს, “ მონუმენტურ კარებს” და აგორას - ქალაქის სავაჭრო ცენტრს. აქვე ნახავთ ქრისტიანული ბაზილიკის ნაშთებს, სტადიონს, ნეკროპოლისს, რომის დროინდელ თერმულ წყლებს და ა. შ.
 
ბოდრუმი

ექსკურსია ბოდრუმში ძალიან საინტერესოა. თქვენ ნახავთ წმ. პეტრეს ციხე-სიმაგრეს და აპოლონის ტაძარს. ნავით შეგიძლიათ გაისეირნოთ მდინარე დალიანის ხეობაში ანტიკურ ქალაქ კაუნოსამდე, სადაც მოხვდებით სილიან პლაჟზე, რომელიც იმითაა ცნობილი რომ აქ უკვე მრავალი საუკუნეა ზღვის კუ კარეტა თავის კვერცხებს დებს.

ეფესი

აქ თქვენ ნახავთ ძველ სავაჭრო ცენტრებს, ცელსიუსის ბიბლიოთეკას, მდიდარ მოქალაქეთა საცხოვრებელ სახლებს, სიყვარულის სასახლეს, 24ათასიან ამფითეატრს, რომაულ აბანოებს, აკროპოლს, აკვედუკს,იმპერატორ ადრიანეს შადრევნებს. ეფესიდან 7კმ-შია წმინდა ქალწული მარიამის სახლ-მუზეუმი, ისა-ბეის მეჩეთი და ადგილი სადაც არტემიდას  ტაძარი იდგა. ასევე ნახავთ თურქი-სელჩუკების ციხე-სიმაგრეს, რომელიც წმინდა იოანეს ეკლესიასთან ახლოსაა აღმართული.

სტამბული

მსოფლიოში იშვიათია ქალაქი, რომელიც მრავალფეროვნებითა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელობით სტამბულს შეედრება.აქ თქვენ ნახავთ დიდებულ აია სოფიას, სულთან ახმედის მეჩეთს, იპოდრომს, ისა-ბეის მეჩეთს(13ს).მუზეუმებს, დიდ ბაზარს, ხიდს ბოსფორის სრუტეებზე, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. მიწისქვეშა  სასახლეს, “ერებეტანი”, სტამბულის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ შენობას “ დოლ მაბაზჩეს სასახლეს და რა თქმა უნდა თურქეთის  სულთნების  და დიდგვაროვნების ციხე-სიმაგრეებსა და სასახლეებს.
 
იზმირი
 
ბერძნები ამ ქალაქს სმირნის ეძახდნენ. აქ ცხოვრობდა და ქმნიდა ჰომეროსი. სამწუხაროდ ომების, მიწისძვრებისა და ხანძრების შედეგად აქ ნაკლებად შემორჩა ძველი ღირსშესანიშნაობები. თუმცა გირჩევთ მოინახულოთ მშვენიერი არქეოლოგიური მუზეუმი, ქარავან სარაი, უზარმაზარი ქალაქის საათის კოშკი და გაისეირნოთ ქალაქის მწვანე  ქუჩებში.
 
ჩეშმე  
 
ჩეშმეში დასვენებისას თქვენ შეგიძლიათ  ბორანით ესტუმროთ საბერძნეთის კუნძულებს-ხიოსს,  სამოსსა და კოსს, თურქეთში კი მოინახულოთ იზმირი, ეფესი და პერგამი, რომლის გარეუბანშიც გენუელების მიერ მე-14 საუკუნეში აგებული ციხე-სიმაგრეა. იგი მე-16 საუკუნეში ოტომანებმა აღადგინეს და მისმა კედლებმა ჩვენამდე მოაღწია.
 
ფეთხიე და სარიჟირმე
 
ექსკურსია იწყება იახტ-ტურით ულამაზეს კუმძულ კეკოვოზე, სადაც კამკამა წყლის ფსკერზე კარგად მოჩანს ჩაძირული ანტიკური ქალაქები კეკოვო და სიმენა. შემდეგ თქვენ ავტობუსით გაემგზავრებით მირილიკიაში, სადაც დასაფლავებულია წმინდა ნიკოლოზი.
 
ანკარა

ამ ქალაქშია ქემალ ათა-თურქის მავზოლეუმი.  ათა-თურქი თარგმანში “თურქების მამას” ნიშნავს. მისი ქანდაკება დგას ულუს მოედანზე, რომელიც აქ 1928 წელს აღმართეს. ქანდაკებასთან ახლოსაა შენობა, რომელშიც პირველად გაიმართა თურქეთის მეჯლისის სხდომა. ამჟამად აქ მუზეუმია.  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ობიექტი ქალაქში, ეს არის ციტადელი, რომელსაც ორმაგი თავდაცვითი სარტყელი აკრავს. ყველაზე ძველი მეჩეთი ხაჯიბაირამის მეჩეთია, რომელიც საერთო კედლითაა დაკავშირებული ანატოლიის უძველესი ცივილიზაციის მუზეუმთან, კერძოდ-რომისა და ავგუსტინის ტაძრის ნანგრევებთან.

 
ამინდის პროგნოზი